ახალი ამბები

ჯიუ-ს რექტორის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

18 მარტი 2025

ჯიუ-ს რექტორი და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭროს პრეზიდენტი, ბატონი ქანგ ჭენგი საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ პაატა კალანდაძეს.

შეხვედრაზე მათ ბატონ ელჩს გააცნეს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს და ჩინეთის საერთაშრორისო განათლების ინსტიტუტის მიღწევები ჩინური ენის სწავლების საქმეში, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები და სამომავლო გეგმები.

ელჩმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ - განათლების სფეროში ფინანსური და ინტელექტუალური ინვესტიციის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ჯგუფს ამ მიმართულებით აქტიურობისათვის.

შეხვედრაზე ქალბატონმა ელიმ ბატონ ელჩს მის მიერ თარგმნილი ჩინურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონები გადასცა საჩუქრად.