ახალი ამბები

ჯიუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის გეგმისა და დაფინანსების წესის განხილვა

31 მარტი 2025

28 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, მათე წულაიამ, უნივერსიტეტის რექტორს და ვიცე-რექტორს მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

სამსახურის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ ელი ელისაშვილსა და ვიცე-რექტორს, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მიმართულებით სელინა ლის (Hong Ying Li) სტუდენტური აქტივობები, ღონისძიებები და სტუდენტური სერვისები გააცნო.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაწვრილებით განიხილეს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თითოეული აქტივობა, დაფინანსების წესი და ის საჭიროებები, რომელიც სტუდენტური ცხოვრების აუცილებელი და შემადგენელი ნაწილია.