საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სახელით „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction“-ის პროექტის მენეჯერებმა, ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ და ჯიუ-ს ქართულ-უკრაინული ენებისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზოია ადამიამ, ამავე პროექტის ფარგლებში, ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ ჩაატარეს სხვადასხვა ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
ინტერვიუს პროცესში საუბარი შეეხო სამი ძირითადი საკითხის - ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურობის - ირგვლივ არსებულ გამოწვევებს დასაქმების ქართულ ბაზარზე. რესპონდენტებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც დასაქმებული ადამიანების რბილი და ტექნიკური უნარების, ისე ინოვაციური და კრეატიული აზროვნების განვითარების აუცილებლობაზე. მათი აზრით, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეში საჭიროა ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის ასპექტების დანერგვა. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/