2017 წლის 22 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ორგანიზებით, სტუდენტებისათვის ეკონომიკური დებატები გაიმართა.
დებატების თემა იყო „დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები, მათი დაძლევის გზები საქართველოში“.
დებატებში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების ფინალურ ტურში გასული სტუდენტები, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, რეალურ სივრცეში, სიტუაციური პრაქტიკული მეცადინეობის ფორმატში, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის აუდიტორიებში მიღებული ცოდნა.
დებატების მონაწილენი შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა უმუშევრობის დონის შეფასება, დასაქმება და შრომითი პირობები საქართველოში, დასაქმება და შრომის ანაზღაურების შეფასება, განათლების სისტემა და განათლების როლი დასაქმებაში, დასაქმების პრობლემები ახალგაზრდებსა და სტუდენტებში, სახელმწიფოს როლი უმუშევრობის დაძლევაში და ა. შ.
სტუდენტური დებატების შეფასებაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრის გამგე, პროფესორი ამირან თავართქილაძე.