2022 წლის 19 დეკემბერს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელის, ზურაბ მუშკუდიანის ინიციატივით, სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა მოწვეულმა სტუმარმა - ელენე ლაგვილავამ.
ელენე ლაგვილავა - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის დირექტორი. იურისტი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი.
ლექციაზე მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა ადამიანური რესურსების თანამედროვე ტენდენციებზე, მომავლის პროფესიებსა და იმ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებზე, რომელიც საჭიროა სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის.