კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ელენე მარგალიტაშვილი – "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა

3 თებერვალი 2012

2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლში რადიო STAR FM 93,9 და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსის „ახალი ხმის“ გამარჯვებულებთან საზეიმო შეხვედრა შედგა.

კონკურსის გამარჯვებული, რადიოს მსმენელებმა, სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით გამოავლინეს.

კონკურსში პირველი ადგილი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა – ელენე მარგალიტაშვილმა დაიკავა და იგი, კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, რადიო STAR FM 93,9 წამყვანი გახდება. ელენემ შემოსულ ხმათა უმრავლესობა მიიღო.

საზეიმო ცერემონიალზე პროექტის „ახალი ხმა“ რჩეულებიც დასახელდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რჩეულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ბურდული დასახელდა, ხოლო რადიო STAR FM 93,9 რჩეული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი თათა ღვედაშვილი გახდა. პროექტის დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

რაც შეეხება თავად კონკურსს, კონკურსში სულ თორმეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, კონკურსანტებმა რადიო–ჟურნალისტიკის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს, გაეცნენ რადიოს მუშაობის სპეციფიკას, ამზადებდნენ სიუჟეტებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე, უძღვებოდნენ მუსიკალურ ეთერს და აშუქებდნენ ქართული სპორტის სიახლეებს.

ახალგაზრდობის სასახლეში გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მეგრელიშვილმა და რადიო STAR FM დირექტორმა ხათუნა კაპანაძემ დაასახელეს.

სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტს ელენე მარგალიტაშვილს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მას.