2019 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ერევნის უნივერსიტეტში DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის თემა იყო „სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების ტენდენცია გერმანიაში, საქართველოსა და სომხეთში“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი, გერმანელი და სომეხი მეცნიერები.
გერმანულ მხარეს წარმოადგენდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ კინციგი.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე მოხსენებით წარსდგა მსმენელთა წინაშე.