2015 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ინიციატივით, კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები: ეკონომიკური თავისუფლების დონე და კაპიტალიზაციის პრობლემები“ ჩატარდა.
კონფერენციაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი ნათია კახნიაური, ნათია მჟავია, ირინკა კორკიტი და სალომე გელენიძე იღებდნენ მონაწილეობას.
ნათია მჟავიას მოხსენებია თემა იყო „ეკონომიკური თავისუფლება და გარემოს დაცვა საქართველოში“.
შესვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე „ეკონომიკური თავისუფლება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
დაისვა შეკითხვები და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.
დასასრულს კონფერენციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.