2016 წლის 5 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მარინე ვეკუა, დეკანატის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ჯგუფი, კლუბი ,,რეპორტიორის“ ინიციატივით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერას ,,აბესალომ და ეთერის“ დაესწრნენ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუდენტებს მეგზურობას უწევდა ოპერისა და ბალეტის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი რუსუდან დაუშვილი.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესურამ დიდი ინეტერესით დაათვალიერეს სამუზეუმო ექსპოზიცია.