გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები თინათინ ღვინეფაძე და გიორგი კოჭლაშვილი ERASMUS+ მობილობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ორმოც სხვა საერთაშორისო სტუდენტთან ერთად (ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, კორეა, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდების სამეფო) გადიან სასწავლო კურსს.
ქართველი სტუდენტები ინჰოლანდის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით დარჩებიან.
წარმატებები ვუსურვოთ მათ.