დღეს, 17 ივლისს, სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ჩვენი
უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა და მეტოქე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი, ანგარიშით 78:85 დავამარცხეთ.
ხვალ 19:15 საათზე ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართება.
შეგახსენებთ, ფინალური დაპირისპირება ორ მოგებამდე გრძელდება.
გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონობას იზეიმებს.