2022 წლის 16 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ფორუმის „თანამედროვე მენეჯმენტი და HR“ მონაწილეებს უმასპინძლა.
ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვას; ადამიანური რესურსების მართვის ახალ მიდგომებზე, HR პოლიტიკისა და სტრატეგიიის, თანამშრომლების შერჩევის პროცესის, ტალანტ მენეჯმენტის, პროფესიული განვითარების, კარიერის მართვისა და ეთიკის საკითხების თაობაზე დისკუსიას; მენეჯმენტის ახალი, ინოვაციური მეთოდების განხილვასა და მათი დანერგვის გზების განსაზღვრას; ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვის, რეფორმების დანერგვის და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებაზე ახალი მიგნებების პოვნასა და განხილვას; თანამედროვე მენეჯმენტსა და HR საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას.
სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.
ფორუმი ორ სესიად ჩატარდა.
ფორუმს სპიკერობას უწევდნენ
- ელი ელისაშვილი - გთუნის კანცლერი, შპს „ჯორჯია ინტერნეშენალ ედუქეიშენ ინვესტმენტ“-ის დირექტორი;
- თინათინ რუხაძე - კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) დამფუძნებელი და ხედვის ლიდი;
- მარიამ დარბაიძე - გთუნის კანცლერის მრჩეველი, განათლების ექსპერტი, დოქტორი, პროფესორი;
- სერგო ნოზაძე - HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი;
- თეა ნიკოლაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი (Defence Institution Building School);
- დავით გუნაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებში;
- მაკა პეტრიაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ნინო ბაქრაძე - პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი, ტრენერი, გთუნის ასისტენტ-პროფესორი.
ფორუმის მუშაობას უძღვებოდნენ სოფიკო თევდორაძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი და ლალი ბალახაძე - გთუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
ფორუმის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.