დღეს, 2020 წლის 25 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტური ფოტოკონკურსის მონაწილეებსა და სტუმრებს ონლიან ფორმატში უმასპინძლა და გამარჯვებულებიც დაასახელა.
,,დებიუტის“ კონკურსანტებს, ჟიურის წევრებსა და სტუმრებს მიესალმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.
კონკურსის იდეის, მისი განხორციელების, კონკურსანტთა და საკონკურსო ნამუშევრების თაობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საორგანიზავიო ჯგუფის ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე ვეკუამ.
მისი თქმით, სულ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მიიღო სამოცზე მეტმა კონკურსანტმა და წარმოდგენილი იყო სამასამდე ნამუშევარი საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.
კონკურსანტებს წარმატებები უსურვა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა ელი ელისაშვილმა.
კონკურსს აჯამებდა კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ქალბატონი ზეინაბ ბარნოვი და ბატონები კოტე გაბრიჩიძე, ბადრი ვადაჭკორია, გურამ წიბახაშვილი, სერგო ედიშერაშვილი და ავთანდილ გასვიანი.
კონკურსის ფარგლებში გამოცხადებულ ნომინაციებში გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:
,,პორტრეტი“ - ანა პაპიაშვილი (აბიტურიენტი) - ფოტო
,,თავისუფალი თემა“ - ნათია ზანგური (გთსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი) - ფოტო
,,კარანტინიდან კადრი“ - ირაკლი მაჭარაშვილი (თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი) - ფოტო
,,მხატვრული ფოტო“ - გიორგი აბულაძე (თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი) - ფოტო
,,ფოტოამბავი“ - დავით ჯავახიშვილი (თბილისის ღია უნივერსიტეტი) - ფოტო
,,სპეციალური პრიზი“ - ანი მათეშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი) - ფოტო
კონკურსის ორგანიზატორებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები საჩუქრად ისთ ფოინთის სასაჩუქრე ბარათებსა და სერტიფიკატებს მიიღებენ.