კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

მომავალმა იურისტებმა კონფერენცია დაასრულეს

5 მაისი 2011

2011 წლის 5 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია ორ სექციად წარიმართა: საჯარო სამართლის სექცია და კერძო სამართლის სექცია.

საჯარო სამართლის მიმართულებით კონფერენციაში 16 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კერძო სამართლის მიმართულებით - 12 სტუდენტმა.

სტუდენტებმა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარმოადგინეს და იმსჯელეს ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა „უსამართლო სამართალი“ პატიმრებისათვის, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ - პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობის შესახებ, ძველი რომაულ-ბერძნული მეფობის ინსტიტუტი და საქართველო, მიზეზობრივი კავშირის პრობლემა სისხლის სამართლაში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, ბიზნეს საწარმოს ლიკვიდაცა საქართველოში, ჩასახულის სამართლებრივი მდგომარეობა, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა და ა. შ.

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის კომპეტენტური კომისის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

საჯარო სამართლის მიმართულება:

  1. ნემსაძე ნინო (მეორე კურსი);
  2. ტყეშელაშვილი სალომე (მესამე კურსი);
  3. გიორბელიძე  დარეჯანი (პირველი კურსი).

კერძო სამართლის მიმართულება:

  1. ადეიშვილი სალომე (მესამე კურსი);
  2. ჩხიკვიშვილი მარიკა (მეორე კურსი);
  3. როგავა ელენე (მეორე კურსი).