ახალი ამბები

მომავალმა იურისტებმა საკონფერენციო ნამუშევრები წარმოადგინეს

22 მაისი 2012

2012 წლის 22 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციამ ორ სექციად იმუშავა: საჯარო და კერძო სამართლი.
საჯარო სამართლის სექციაში მომუშავე სტუდენტთა ნამუშევრებს კომპეტენტირი კომისიის წევრები გივი ლობჟანიძე (თავმჯდომარე), ვენედი ბენიძე, სერგო ჭელიძე, ედიშერ ფუტკარაძე, თამარ ებრალიძე და ნუგზარ თევდორაძე აფასებდნენ.
რაც შეეხება კერძო სამართლის სექციას, მას შალვა ქურდაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: რომან შენგელია, ლევან დოღონაძე და ლიკა საჯაია.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში 27 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ: რამდენად აქტუალურია თემა, რამდენად მოიცავს იგი სიახლეს, რამდენად კარგად წარმოაჩენს მომხსენებელი თემაში დასმულ პრობლემას, რამდენად კარგად პასუხობს მომხსენებელი შეკითხვებს და რამდენად კარგად წარმოაჩენს ვიზუალურ მასალას.
სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს. იყო განსხვავებული აზრებიც, მაგრამ კვალიფიციური კამათი. სტუდენტებმა შეძლეს და უკვე მიღებული თეორიული ცოდნაც გამოავლინეს. იყო გარკვეული საკითხები, სადაც აზრები გაიყო და ამ შემთხვევაში უკვე პროფესიონალებმა თქვეს თავისი სიტყვა.

საერთო ჯამში სამეცნიერო კონფერენციამ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა და საპრიზო ადგილებიც შემდეგნაირად განაწილდა:

საჯარო სამართლის სექცია:

პირველი ადგილი: გიგა მეზვრიშვილი (ბაკალავრიატი; მესამე წელი);
მეორე ადგილი: ნათია ქართველიშვილი (ბაკალავრიატი; მესამე წელი);
მესამე ადგილი: გვანცა ყუფარაძე (ბაკალავრიატი; პირველი წელი).


კერძო სამართლის სექცია:

პირველი ადგილი: თამარ ტატანაშვილი (მაგისტრატურა; პირველი წელი);
მეორე ადგილი: სოფიო ჯაჯანიძე (ბაკალავრიატი; მესამე წელი);
მესამე ადგილი: ნინო ასათიანი (ბაკალავრიატი; მეორე წელი).