ახალი ამბები

გამარჯვება და ნახევარფინალური მატჩის მოლოდინი

8 ივლისი 2021

დღეს, 8 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში, სტუდენტური საკალათბურთო ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან გამართეს და ანგარიშით 80:55 დაამარცხეს მეტოქე.

ხვალ ჩვენი გუნდი ნახევარფინალურ მატჩში სტუ-ის გუნდს დაუპირისპირდება.

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას.