გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულის მეექვსე ნომერი.
სამეცნიერო კრებულის მეექვსე ნომერში, დაინტერესებული პირები, წაიკითხავენ სამართლის, ეკონომიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მოღვაწე კომპეტენტური პირების სამეცნიერო ნაშრომებსა და საინტერესო მოსაზრებებს ზემოჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით. მათ შორის, გ. ლობჟანიძე „საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი ტერაქტების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება“; დ.სუხიტაშვილი და თ. სუხიტაშვილი „პასუხისმგებლობა ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის“; შ. ფიცხელაური „საგამოძიებო ტაქტიკური კომბინაციის საინფორმაციო-ლოგიკური სტრუქტურა“; შ. ქურდაძე და ნ. ხუნაშვილი „საქართელოს სამოქალაქო სააღსრულებლო სამართლის პრინციპები“; რ. შეჰგელია და ე. შენგელია „კომერციული ბანკის საკუთარი კაპიტალი და აქციონერთა უფლება-მოვალეობანი“; ბ. ალადაშვილი „ენერგეტიკული უსაფრთოების ინსტიტუციური უზრუნველყოფის საკითხები“; გ. ალადაშვილი „ახალგაზრდული მეწარმეობის სტიმულირების პოლიტიკა“; ა. თავართქილაძე „ამერიკის ცშეერთბულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაწრობის ხელშკრულების გაფორმების პერსპექტივები და საქართველო“; ს. თევდორაძე „ბრენდინგი და მისი როლი ტურისტული ორგანიზაციების გასაძლიერებლად“; მ. თორია „მოსახლეობის დასაქმების ტენდენციები საქართველოს სამეწარმეო სფეროში“; დ. კბილაძე „ცხოვრების ხარისხის თანამედროვე გაგება და მისი შეფასების ინდიკატორები“; მ. მიქელაძე „მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის ტექნოლოგიები და მათი გამოყენების შსაძლებლობები ეკონომიკაში“; ლ. ჩაგელიშვილი-აგლაძე „საინოვაციო მეწარმეობა და კონკურენცია“; ნ. ახალაშვილი „ ლიდერობის გენდერული ასპექტები“; ალ. დაუშვილი „ექვთიმე თაყაიშვილი და საბჭოთა ხელისუფლება“; ნ. ბოჭორიშვილი „სწავლების მეთოდების გამოყენება“; მ. კოღუაშვილი „ საკითხავი დრამის“ რეცეფციის საკითისათის მე-19 საუკუნის დასავლეთევროპული დრამის თეორიაში; გ. კუტალაძე „ჰიპოთეზა გურგენისძეთა გვარის წარმომავლობის თაობაზე“; ნ. ლომსაძ „ინგლისური ენის სწავლება მრავალდონიან ჯგუფებში და მრავალრიცხოვანი კლასების გავლენა ენის შესწავლაზე“; თ. მერაბიშვილი „ენა და მეტყველება თანამედროვე ლინგვისტიკის თეორიათა ჭრილში“; თ. ფანცულაია „ბიზნესის ეთიკური პრობლემები ბიზნესისა და მორალის თანაფარდობა“; დ. ჩიკვილაძე „პუბლიცისტი თავისი დროის შვილია“ და სხვა.
სამეცნიერო შრომათა კრებულის ეს ნომერი ეძღვნება გურამ თავართქილაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს.