ამ დღეებში გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური ჟურნალი „ბრენდი“.
ჟურნალის ამ ნომერში დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს საინტერესო მასალები ბრენდირებული ყოველდღიურობის, ქართული ვაზისა და ქართული ღვინის, მიტროფანე ლაღიძესა და მის ცნობილ ლიმონათებზე, სახელგანთქმული „ამერიკელი“ ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - ვოგის, „დუპონის“, „შანელის“ კომპანბია „ლევი სტრაუსის“, „მერსედეს-ბენცისა“ და სხვათა შესახებ.
ჟურნალი მომზადებულია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის „მასობრივი კომუნიკაციის“ სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტების მიერ: მთავარი რედაქტორი - ნინო ოთარაშვილი; სარედაქციო კოლეგია - ელიკო ქადაგიძე, ანი ბოჭორიშვილი, ანა აბაშიძე, თაკო დვალი, ლევან ბაინდურაშვილი; ხელმძღვანელი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე ვეკუა.
სტუდენტური ჟურნალი "ბრენდი" სტუდენტური ფესტივალის "ზუმი - თბილისი 2015" ნომინაცია "ბიზნეს მედიაპროექტების" გამარჯვებულია.