ახალი ამბები

გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში GIU-მ სტუდენტთა ასამბლეის მონაწილეებს უმასპინძლა

17 აპრილი 2025

2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ, გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, ,,სტუდენტთა ასამბლეის” მონაწილეებს უმასპინძლა.

ღონისძიება იყო ერთგვარი ასპარეზი ინტერაქციული წარმოდგენისა, სადაც ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ გარემოსდაცვითი პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის სათანადო გზებზე.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით სტუმრებმა სცენაზე გაითამაშეს ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული რამდენიმე სიტუაცია. GIU-ს სტუდენტებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა წარმოდგენილ მოკლე ეპიზოდებში, დააფიქსირეს საკუთარი აზრი და, თავისი ჩართულობით, შეეცადნენ შეეცვალათ დღეს უკვე საზოგადოებაში ნორმად ქცეული სტერეოტიპები.

ფორუმ თეატრს უძღვებოდა დასი ,,დავიწყოთ ახლა”.

აღნიშნული ღონისძიება 22 აპრილს – დედამიწის დღეს მიეძღვნა.

,,დედამიწის დღის” აღნიშვნა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა გაერთიანდეს საზოგადოება იმ ერთი საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც უფრო ჯანსაღი და მდგრადი გარემო ჰქვია.