ახალი ამბები

გასვლითი ლექცია ბარისახოში

29 მაისი 2018

გუშინ გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები თავიანთ პედაგოგთან, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილთან ერთად, გასვლითი ლექციის ფარგლებში, ბარისახოს ეწვივნენ და ამჯერად უკვე ველზე ექსტრემალური ჟურნალისტიკის ნიუანსებს ეზიარნენ.

სტუდენტები ესტუმრნენ ბარისახოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მე-6 სამმართველოს. სამმართველოს უფროსმა მამუკა ლიქოკელმა და საქართველოს დამსახურებულმა მესაზღვრემ არმაზ წიკლაურმა სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის შტაბი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინეს, დეტალურად გააცნეს სასაზღვრო კონტროლის სპეციფიკა.

სამმართველოს ეზოში სტუდენტებმა ირაკლი ალადაშვილის ლექციაც მოისმინეს.

ამის შემდეგ მესაზღვრეებმა სტუდენტებს სოფელ კორშაში არსებული არტ-მუზეუმიც დაათვალიერებინეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:

http://bpg.gov.ge/ge/news/miscellaneous/sasazgvro-policiis-barisaxos-sammartvelos-studentebi-estumrnen.page

იხილეთ ფოტოგალერეა