2021 წლის 28 ნოემბერს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა - ნინი ბაქრაძემ ბავშვთა ქალაქ მზიურში გასვლითი ლექცია ჩაატარა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „თანამედროვე კომპანიების დაფუძნება და ადამიანური რესურსების მართვა“.
პრეზენტაციები თანამედროვე კომპანიების მისიის, მიზნების, ამოცანების, ფუნქციების, სტრუქტურისა და თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრას მოიცავდა.
სტუდენტებმა პრეზენტაციებში თანამედროვე კომპანიების საქმიანობის განვითარების საკუთარი ხედვებიც დააფიქსირეს.