ახალი ამბები

გასვლითი ლექცია Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში

23 ოქტომბერი 2024

22 ოქტომბერს „გაყიდვების მართვის“ კურსის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექცია Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში.

ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ლექციები და ტრენინგები ჩაუტარეს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, გაყიდვებისა და HR სამსახურების ხელმძღვანელებმა.

შეხვედრა მოიცავდა:

  • სასტუმროს ინფორმაციულ ტურს;
  • ლექცია/პრეზენტაციების 3 ბლოკს;
  • Coffee Break-ს;
  • პრაქტიკულ დავალებას.

სტუდენტები დაიყვნენ 3 სამუშაო ჯგუფად და შეასრულეს საინტერესო დავალებები. მათ დასვეს მრავალი აქტუალური და პრაქტიკული შეკითხვა გაყიდვების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში.

ამასთან, თითოეულ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა შეევსო სასტუმროს დასაქმების სააპლიკაციო ფორმა, რაც სამომავლოდ მათ კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.


იხილეთ ფოტოგალერეა...