2014 წლის 28 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ.
სტუდენტებს მასპინძლობას საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი ვახტანგ სვანაძე უწევდა.
ვახტანგ სვანაძემ სტუდენტებს აუხსნა, რომ საქართველოს საფონდო ბიჟა არის ერთადერთი ორგანიზებული და ლიცენზირებული საფონდო ბაზარი საქართველოში. მისი სავაჭრო სისტემა და წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ინვესტორებს სთავაზობს ყველაზე ეფექტურ მომსახურებას საქართველოს სინამდვილეში.
მან ასევე ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა პრივატიზების პროცესი, საკანონმდებლო ბაზა, საბროკერო კომპანიები, როგორია საფონდო ბირჟის კორპორაციული სტრუქტურა, როგორია მმართველ ორგანოთა ფუნქციები, როგორ ხდება ბირჟის თვითრეგულირება და ყველა იმ ბიზნეს-ლოგიკის სპეციფიური მოთხოვნის შესახებ, რასაც ითვალისწინებს საფონდო ბირჟის გამართული მუშაობა ნებისმიერ ქვეყანაში.
საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტებმა საფონდო ბირჟის დარბაზი დაათვალიერეს.
იყო შეკითხვები, რომლებზეც სტუდენტებმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.