დღეს, 2022 წლის 21 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, გასვლითი ლექციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ და პრესის მუზეუმი დაათვალიერეს.
ლექციას უძღვებოდა ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი ლაურა კუტუბიძე.
გთუნის სტუდენტებს მასპინძლობას უწევდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდის განყოფილების ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია მიქაბერიძე.