2023 წლის 10 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტის" ფარგლებში, სასტუმრო Gori Inn-ში გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ.
სტუდენტებს სასტუმრო Gori Inn-ში უმასპინძლა და ლექცია ჩაუტარა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა ერეკლე კოკაიამ.
გასვლითი ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდათ სასტუმროს ტური და მიიღეს ინფორმაცია სასტუმროს მენეჯმენტის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.