2019 წლის 22 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები და პროფესორი თამარ ფანცულაია, გასვლითი ლექციის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს - საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ.
სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცულ საქართველოს ეროვნულ საგანძურზე - უმდიდრეს არქეოლოგიურ (მათ შორის, „ოქრომრავალი კოლხეთი“) თუ ეთნოგრაფიულ მასალაზე, დმანისში აღმოჩენილ ჰომონიდების ნაშთებსა და სხვა საინტერესო სამუზეუმო ექსპონატების შესახებ.
ამასთან ერთად, სტუდენტები გაეცნენ ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.
დაისვა კითხვები, იყო მსჯელობა, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოკვეთა კულტურის, როგორც ზოგადსაკაცობრიო ფენომენის, როლი და მნიშვნელობა.