ამ დღეებში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მორიგი გასვლითი ლექცია ჩატარდა.
საფეხმავლო ტურის: ,,Tbilisi Walking Tour” ფორმატში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ძველი თბილისის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
ტურის ფარგლებში სტუდენტებს გიდობას უწევდა, GTUNI-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი, ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიდეშელი.
აღნიშნული ტურის ინიციატორი იყო GTUNI-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფო თევდორაძე.