25 ოქტომბერს, „ღვინის ტურიზმის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექცია Villa Mosaval-ში.
სტუდენტებს უმასპინძლა Villa Mosaval-ის მთავარმა მეღვინემ გიორგი შეყრილაძემ.
საინფორმაციო ტური მოიცავდა:
- კომპანიის ვენახების დათვალიერებას;
- ვაზის ჯიშების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას;
- ღვინის დამზადების ტექნოლოგიების გაცნობას.
შეხვედრა დასრულდა ღვინის დეგუსტაციით. მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის.