ახალი ამბები

გასვლითი სემინარი შემოსავლების სამსახურში

18 აპრილი 2018

2018 წლის 17 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფინანსების სპეციალობის სტუდენტებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მორიგი გასვლითი სემინარი ჩატარდა.

პრაქტიკული ტურის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ საბაჟო-საგადასახადო საქმიანობის, ოპერაციების, წესებისა და მოქმედებების პრაქტიკულ ასპექტებს; უშუალო მონაწილეობა მიიღეს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში საქონლის დათვალიერების, შემოწმებასა და გაფორმების ოპერაციებში, გადასახადების გაანგარიშებასა და დეკლარირებაში.

სტუდენტური ტური მთელი დღე გაგრძელდა და მოიცავდა „სადახლოს“ საბაჟო გამშვები პუნქტის, თბილისის საბაჟო ტვირთების გაფორმების ეკონომიკური ზონის, თბილისის შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრის საქმიანობის გაცნობასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.


იხილეთ ფოტოგალერეა...