2017 წლის 7 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს გასვლითი მეცადინეობა „გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში“ ბორჯომის ხეობაში ჩაუტარდათ.
საველე მეცადინეობა მიზნად ისახავდა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის კონკრეტული ტურისტული მარშრუტის ფეხით გავლა-გაცნობას.
სტუდენტებმა სვლა ქალაქ ბორჯომის ცენტრალური ნაწილიდან მის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ ციცაბო ფერდობზე დაიწყეს და ძნელად სავალი კლდოვანი ბილიკებით ქარაფოვანი კლდის თხემს მიაღწიეს. შემდეგ კი ტყიანი გზით უკან დაეშვნენ; აღწერეს გოგიას ციხე და მარშრუტზე GIS-ით მონიშნეს ტურისტული გადმოსახედები.
გასვლითი ლექციის მონაწილენი აღნიშნულ მარშრუტს, მოპოვებულ მასალასთან ერთდ, პრაქტიკულ მეცადინეობებზე განათავსებენ ბორჯომის ხეობის ციფრულ რუკაზე და შეადგენენ თემატურ რუკებს.