დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გერმანელმა პროფესორმა რაინჰარდ პაულინგმა ლექციათა ციკლი დაასრულა.
ლექციათა ციკლი ორ ეტაპად ჩატარდა და იგი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი.
სალექციო კურსის მიმდინარეობისას ყურადღება „ევროპული სამართლის“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორიცაა კოპენჰაგენის კრიტერიუმები, საქართველოს სტატუსი და მისი სამომავლო პერსპექტივები, სასამართლოს როლი, მისი შემადგენლობა, არჩევითობა, სასამართლო პროცესის სხვადასხვა ტიპი, პირდაპირი პროცესები და აპელაციები, წერითი და ზეპირი პროცედურები და სხვა.
ლექციათა ციკლის დასასრულს გერმანელმა პროფესორმა წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
ევროკავშირის სამართლებრივი სისტემისადმი მიძღვნილი ლექციების ახალი ციკლი მომავალი წლის გაზაფხულისათვის არის დაგეგმილი.