2014 წლის 27 დეკემბერს ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტმა სტუდენტთა სამეცნიერო რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა საქართველოში მოქმედი ოცდაოთხი უმაღლესი სასწავლებლის 142 სტუდენტი. მათ შორის თერთმეტი სტუდენტი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიდან.
კონფერენციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა გურამ თავართქილაძს სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნათია მჟავია.
სპეციალური პრიზით აღინიშნა ამავე ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების ელენე თაიაშვილისა და სალომე ასლანიკაშვილის მოხსენება.