დღეს, 18 ივლისს, სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად, ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა.
ფინალური სერიის პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ, დღევანდელი დღე ჩვენი უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისათვის კვლავაც წარმატებული აღმოჩნდა.
ჩვენმა კალათბურთელებმა ამჯერადაც შესანიშნავად ჩაატარეს ეს შეხვედრა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 75:60 დაამარცხეს და სტუდენტური ლიგის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს.
სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი უნივერსიტეტელი ირაკლი ჯებაშვილი დასახელდა.
სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად გთსუ-ის გუნდმა ,,ა" ლიგის საგზური მოიპოვა და მომავალ, 2021-2022 წლების, სეზონში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ საკალათბურთო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გთუნ-ის გუნდი ,,ა" ლიგაში მონაწილეობისთვის კალათბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდიდან 70 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს და მომდევნო სეზონისთვის სუპერლიგაში გადასვლის შანსი ექნება.
ვულოცავთ თითოეულ მათგან ამ დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.