დღეს, 2022 წლის 28 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი მეტად საინტერესო ვებინარის მსმენელებს უმასპინძლა.
ვებინარის თმა იყო: ,,გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა“.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი გიორგი გოგიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ვებინარზე სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;
- აზრი და ფაქტები,
- შეფასებითი სკალა;
- პროპორციულობის ტესტი;
- დაცულ სფეროში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები.
შეხვედრის სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა შეკითხვებს.