დღეს, 17 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებსა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა.
შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ხიდეშელი - ტურისტული კომპანია ,,ვიზიტ ჯორჯიას” აკადემიის ხელმძღვანელი, გთუნის ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორი.
თემა, რომლის თაობაზეც დაწვრილებით ისაუბრა სპიკერმა, იყო ,,კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ტურიზმში“.
გიორგი ხიდეშელმა ვრცლად მომოიხილა ტურიზმის სფერო და ამ სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები.
ასე მაგალითად:
- რატომ არის ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო;
- რა შესაძლებლობები არსებობს დამწყებთათვის.
ასევე ისაუბრა პირადი წარმატების თაობაზე და გაიხსენა ის კონკრეტული გზა, რომელიც თავად გაიარა გიდობიდან - ,,ვიზიტ ჯორჯიას“ აკადემიის ხელმძღვანელობამდე.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპიკერმა შეხვედრაზე მოსულ ახალგაზრდებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც კომპანია ,,ვიზიტ ჯორჯია" სთავაზობს ახალგაზრდებს და მეტი მიზანდასახულობისკენ მოუწოდა მათ.