2015 წლის 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრის პროფესორი ლია თოთლაძე DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური) პროგრამის ფარგლებში გისენის (გერმანია) უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტი კვლევითი სტიპენდია უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისათვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გერმანიაში ქართველ კოლეგას გისენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის კათედრის გამგე, უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, დოქტორი, პროფესორი პიტერ ვინკერი მასპინძლობდა.
კვლევითი სამუშაოს თემა იყო „დიფუზიური ინდექსი: წინმსწრებ ინდიკატორთა შერჩვა და პროგნოზირება (Diffusion Index for Georgia: Selection Leading Economic Indicators and Forecasting).