ახალი ამბები

GIU აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტის მონაწილეებს უმასპინძლა

5 აპრილი 2024

2024 წლის 23 და 24 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდული სამიტის - „აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2024-ის" მონაწილეებს უმასპინძლა.

სამიტი, თავისი მასშტაბებით, იყო სიმულაციური ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-სა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას, აქტუალური და პრობლემატური საკითხების განხილვას, დასავლური ღირებულებების გაზიარებას, პოლიტიკის დაგეგმვას, ანალიზსა და ახალგაზრდებს შორის დისკუსიის წახალისებას.

აღნიშნულმა სამიტმა გააერთიანა გამორჩეული ახალგაზრდები და მისცა მათ შანსი:

  • გაიღრმაონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას;
  • გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ, პრობლემატურ, გლობალურ საკითხებს;
  • შეისწავლონ და გააანალიზონ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სახელმწიფოს სექტორული საკითხები;
  • ისწავლონ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და შეფასება.


სამიტის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო პრეფერანს ჰუალინგში გაიმართა.

ახალგაზრდული ფორუმის თითოეულ მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო გამორჩეულ და საუკეთესო დელეგატებს - შესაბამისი პრიზები.