მიმდინარე წლის 19 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „RE-DIRECTION - Redefining higher education in a digital context, while promoting a common, inclusive, and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations“ პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის მონაწილე საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის თითოეული სამუშაო პაკეტის არსი და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პროექტის გუნდი ესტუმრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს.
აღნიშნული შეხვედრა გაშუქდა ქართულ მედიაში.