2023 წლის 13-14 ოქტომბერს მედიაწიგნიერების ფარგლებში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის თაოსნობითა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით, მედია საშუალებების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა, უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანამედროვე მედიაში არსებულ გამოწვევებზე.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი მარინე ვეკუა.
ქალბატონი მარინე ვეკუას მოხსენების თემა იყო „ჟურნალისტური ეთიკა: პროფესიული თუ პერსონალური დილემა?!“.