2024 წლის 18 დეკემბერს გაიმართა იაპონიის ვასედას სამედიცინო კოლეჯის 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა „ინტეგრირებული ჯანდაცვის მეცნიერებების საერთაშორისო სიმპოზიუმი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ჰონგ-კონგიდან და სხვ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის მსვლელობისას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი, პროფესორი ელისო ელისაშვილი ჩინურ ენაზე მიესალმა და საიუბილეო თარიღი მიულოცა ღონისძიების მონაწილეებს.