2024 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლებს მასპინძლობდა.
ტრენინგის თემა იყო ,,მრავალფეროვნება, თანასწორობა და ჩართულობა”.
ტრენერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: მრავალფეროვნება და ჩართულობა; ეთნიკური წარმომავლობა და ეთნოსები საქართველოში; რელიგიისა და რწმენის სხვადასხვა განზომილებები; სტერეოტიპები; რა არის მიკერძოება და რა ხდება როდესაც ვაკონტროლებთ მიკერძოებას; რა არის დისკრიმინაცია; დისკრიმინაციის ტიპები და დისკრიმინაციის შედეგები.
ტრენინგი ძალზედ საინტერესოდ და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს ტრენერებმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.