ახალი ამბები

GIU-ს ბიზნეს სიმულაციური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის

6 მარტი 2024

5 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბიზნეს სიმულაციური თამაში ჩატარდა.

ეს თამაში იყო უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც აინტერესებს სიმულაციური თამაშები ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით.

აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა სრულად გაითავისეს ბიზნესის სფეროში არსებული რეალური სიტუაცია.

მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოერგოთ ბანკირის, სტარტაპერის, ანტრეპრენერის, მეწარმისა და მყიდველის როლი და განევითარებინათ STEM უნარები .

პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა, კრიტიკული ანალიზი, გუნდური მუშაობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, სწორი კომუნიკაცია და ბიზნეს ანალიტიკური უნარები. ეს იმ უნარ-ჩვევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული მიდგომების გამოსამუშავებლად.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს საინტერესო იდეები, მიდგომები, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის ინოვაციური და არაორდინალური ხერხები და მეთოდები. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული.

სიმულაციური თამაშის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბიზნეს სიმულაციური თამაში სრულად დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ.


იხილეთ ფოტოგალერეა...