ახალი ამბები

GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ღონისძიებების მენეჯმენტის ექსპერტს შეხვდნენ

3 აპრილი 2025

ღონისძიებების მართვის სასწავლო კურსის ფარგლებში, GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს ღონისძიებების მენეჯმენტის ექსპერტი ეწვია.

შეხვედრას უძღვებოდა დარგის პროფესიონალი, ივენთების მენეჯმენტის კომპანია “კრება”-ს დამფუძნებელი და დირექტორი – თამარ ხუციშვილი.

ლექციის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება, გააცნო მისი კომპანიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების დეტალები, ღონისძიებების მართვის პროცესის საფეხურები და გამოწვევები.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ თავიანთი ხედვები და მიეღოთ სიღრმისეული ცოდნა პროფესიონალისგან.