2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოში პირველად ყველაზე მასშტაბური HR CONGRESS 2023 ჩატარდა.
კონგრესში ბიზნესის სფეროს, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, HR პროფესიონალები და ტალანტები იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ლალი ბალახაძე - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
მონაწილეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს ისეთი აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
• შრომის ბაზრის გამოწვევები და შესაძლებლობები;
• როგორია რეალური მდგომარეობა დღვანდელ შრომის ბაზარზე;
• რა უნდა გაკეთდეს ღირსეული შრომითი გარემო შექმნის მიზნით;
• რა მოთხოვნები და შესაძლებლობები დგას დღის წესრიგში.