2024 წლის 27 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის სასერტიფიკატო WORKSHOP ჩატარდა.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს WORKSHOP -ზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ სასამართლო პროცესში და რეალური ქეისის განხილვის დროს უშუალოდ მოერგოთ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მხარეების როლები.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის აბიტურიენტებს აქტიურობისთვის, ხოლო პროცესის ორგანიზატორებს - საინტერესო WORKSHOP-ისთვის.