ახალი ამბები

GIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული ლექცია ტელევიზიაში

17 ივნისი 2024

2024 წლის 14 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ტელეკომპანია ,,მაესტროს“ სტუმრობდნენ.

ვიზიტი სასწავლო კურსის ,,ტელეგადაცემების მომზადების“ ფარგლებში განხორციელდა.

მომავალი ჟურნალისტები უშუალოდ გაეცნენ ტელევიზიის სტუდიაში მუშაობის სპეციფიკას, ეთერში გასასვლელი მასალის მომზადების, მონტაჟისა და ჟურნალისტის ყოველდღიური დაძაბული და საპასუხისმგებლო საქმიანობის სპეციფიკას.

სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაიმყარეს.

სტუდენტებს ტელევიზიაში სტუმრობისას მენტორობას უწევდა უნივერსიტეტ GIU-ს მოწვეული ლექტორი, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ წამყვანი თეონა გიორგელაშვილი.


იხილეთ ფოტოგალერეა...