ახალი ამბები

GIU-ს მასტერკლასი: შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები

11 აპრილი 2025

დღეს, 10 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის მასტერკლასი - ,,შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები“ ჩატარდა.

მასტერკლასს უძღვებოდა თამარ გაბისონია - დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • თანასწორობა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში;
  • დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები;
  • შრომითი დისკრიმინაციის ფორმები;
  • კერძო სექტორში არსებული სისტემური პრობლემები;
  • სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული ბარიერები;
  • დადებითი პრაქტიკები და რეკომენდაციები.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.