GIU გილოცავთ სიყვარულის დღეს!
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 17 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ინიციატივით, ჩატარდა საჯარო ფსიქოლოგიური ლექცია: “სიყვარული თუ ილუზია”.
ლექციაზე განხილულ იქნა:
– რა არის ურთიერთობებში ნორმალური, ან რა მიუთითებს პოტენციურ პრობლემებზე;
– როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ჯანსაღი და არაჯანსაღი სიყვარული;
– როგორ განვსაზღვროთ ურთიერთობებში ნორმები პათოლოგიური ქცევების აღმოსაფხვრელად;
– რა ნიშნები ახასიათებს დესტრუქციულ პარტნიორობას და როგორ ვაქციოთ პირადი კეთილდღეობა პრიორიტეტად.
ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი - ევროპაში აკრედიტებული (EAGT) გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართელოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ასისტენტ-პროფესორი.