ახალი ამბები

GIU-ს საჯარო ლექცია - ციფრებს მიღმა: როგორ აფასებენ ბანკები თქვენს მოთხოვნას სესხზე და როგორ შევამციროთ დაფინანსებაზე უარი

10 აპრილი 2025

დღეს, 10 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია ,,ციფრებს მიღმა: როგორ აფასებენ ბანკები თქვენს მოთხოვნას სესხზე და როგორ შევამციროთ დაფინანსებაზე უარი?".

ლექციას უძღვებოდა თამარ ლალიაშვილი - ბიზნეს ანალიტიკოსი, საბანკო სფეროში 10+ წლიანი გამოცდილებით.

სპიკერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საკრედიტო გადაწყვეტილება მხოლოდ ციფრებზე როდია დამოკიდებული.

საჯარო ლექციის ფარგლებში სპიკერი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა:

  • ბანკების მიერ ბიზნეს სესხის მოთხოვნის შეფასება;
  • რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე;
  • როგორ და რა ფორმით უნდა მომზადდეს ბიზნეს სესხის განაცხადი, რათა უარის რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და სხვ.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ სპიკერისთვის საკუთარი აზრები და მიეღოთ სიღრმისეული პასუხები პროფესიონალისგან.