2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU) ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მეცნიერები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებმაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების აქტუალური საკითხები.
კონფერენციის მიზანი იყო სამეცნიერო დისკუსიის წახალისება, ინოვაციური იდეების გაცვლა და გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე რეაგირება სამართლის; სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების; განათლების მეცნიერებების; ბიზნესისა და ეკონომიკის; ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტურიზმის მიმართულებით.
კონფერენცია გახსნა GIU-ს რექტორმა ელისო ელისაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობზე თანამედროვე სამყაროში. კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დარგის პროფესიონალებმა, პროფესორმა ხოსე გრაბიელ ლუის კორდოვამ (გრონინგენის უნივერსიტეტი) და პოფესორმა ზვიად გაბისონიამ (USAID-ის ექსპერტი; ბტუ-ს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი).
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს პანელების მოდერატორებმა, ასოცირებულმა პროფესორმა თათია დოლიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ და პროფესორმა სოფიკო თევდორაძემ.
კონფერენცია დახურა GIU-ს რექტორმა, პროფესორმა ელისო ელისაშვილმა.
იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი